გარემოებები, რომელიც მეტყველებს, რომ მაგდა პაპიძე შესაძლოა მკვლელი არ არის გარემოებები, რომელიც მეტყველებს, რომ მაგდა პაპიძე შესაძლოა მკვლელი არ არის />


  00:19:02     08-02-2016

გარემოებები, რომელიც მეტყველებს, რომ მაგდა პაპიძე შესაძლოა მკვლელი არ არის

a48654.jpg

ერთ-ერთმა ინტერნეტ მომხმარებელმა სოციალურ ქსელში დაწერა გარემოებების შესახებ, რომელიც მისი აზრით, მეტყველებს იმას, რომ მაგდა პაპიძე შესაძლოა მკვლელი არ არის, რაც ძალიან საინტერესოა. გთავაზობთ წერილს უცვლელად:

"მაგდას დის მონაყოლი "პროფილში":

სიკვდილის დადგომამდე

საღამოს 8 საათზე ივახშმეს. დედამთილის ჩვენებით ოთახში შევიდნენ. მაგდა ყვება, 9 საათზე შევედით ოთახში, ათის წუთები იყო ომარისთან ირეკება ტელეფონი. ომარიმ მითხრა ცოტა ხანი გავალ უბანში და მალე მოვალო. ომარი გადის , უკან ბრუნდება 5 წუთში და უთხრა იარაღი მომეციო. ამას ადასტურებს ჩემი და, იარაღი ამოღებულია, შარვალში იპოვეს. მერე ისევ შემოტრიალდა და უთხრა ის 300$ მომეციო მჭირდებაო. მაგდა შეეკამათა რათ გინდაო. მე საეჭვოდ მეჩვენა ომარის სახე, ბოლო 1 კვირა არეული და ცივი სახე ჰქონდა სულ. დედამთილიც ადასტურებს არეული სახე ქონდაო. უბნელი ქალბატონი მე დამიკავშირდა და მითხრა ომარის ჩავუდექი დავთებშიო და გარდაცვლილის ოჯახს ვერ შევაწუხებო, საუბარია 17 840 ლარზე . ეს მაგდამაც არ იცოდა. გამქრალია ეს თანხა. ამ ბოლო მობრუნებისას აეტირა თორნიკე მეც წამიყვანეო. მაგდა ამბობს ,რომ არ მობრუნებულიყო ოთახში მეყოლებოდა თორნიკეო. მაგდა ამბობდა რომ ომარის იარაღს ვუმალავდი ხოლმეო. თორნიკეს უთხოვია ხაჭაპური მინდაო. ამ დროს არის ათის 15-20 წუთ. მე წავედი ამ სახაჭაპურეში. კვალი ქრება არ მისული სახაჭაპურემდე. ექსპერტიზის დასკვნაში წერია ომარის გარდაცვალება დადგა 9:30-10 საათამდე, ბავშვი 2:00-დან სამის წუთებამდე

ბავშვის დაზიანებები

საფეთქელი ქონდა ძალიან დარტყმული, შუბლთან ქონდა სიშავე, ბლაგვი საგანით არის დარტყმული და მერე რომ ვერ გაითიშა ხელ დადებით არის გაგუდული და ენა აქვს გადაყლაპული. ბავშვი დაიბადა დღენაკლული, ჰქონდა სასუნთქი გზების პრობლემა მაგრამ არ ქჰონდა ასთმა. ფოტოები მაქვს ნანახი ხაფხულის ტანსაცმელი არ ეცვა, კურტკა ეცვა, თბილი ბაჩიები აცვია.

ომარი

სიძე ძალიან უცნაურ ადგილას იყო დაგდებული. ფაქტობრივად ლამპიონის ქვეშ ეგდო. ეზოდან რო გადიხარ ქუჩის პირას ჰქონდა თავი. რატომ იწყება კვალი სახლიდან 2 მეტრის იქით? ჩემ სიძეს არ ჰქონდა ჩაქუჩით მიყენებული ზიანი. თავი ფაქტიურად აღარ ჰქონდა. საფეთქელზე ჰქონდა უცნაური ჭრილობა. თავი შუაზე ჰქონდა გადაპობილი. ექსპერტიზის დასკვნაში წერია რომ 2 მალა აქვს ჩამტვრეული . ჩემი დის სადარბაზო სულ მოზაიკაა, მოპირკეთებული და სუფთაა. ვთქვათ გამოათრია იქ დაემტვრეოდა მალები?10 მეტრაა ნათრევი, როგორ დაემტვრეოდა ნავარჯიშებ ბიჭს მალები? თუ დააძინა მაგდამ ჩემი სიძე იარაღით არის ნაპოვნი და ანუ იარაღით როგორ ეძინა?

მაგდა

უმძიმესი დიაბეტის მატარებელია. ინსულინს დღეში 3-ჯერ იკეთებს. ბოლოს შაქრმა აუწია და ხელებში და ფეხებში ძალა აღარ ქონდა, 400 ჰქონდა შაქარი, ბავშვი ხელში ვეღარ აყავდა. ორსულობის მესამე თვეს ასრულებდა.

ვინ იპოვა ცხედარი

ათს რომ აკლდა წუთები მაგდა ვეღარ ურეკავდა, ტელეფონი იყო გამორთული. ეს დადასტურებულია. ვინაიდან მაგდა ღამენათევი იყო და წნევა ქონდა დავჯექი, მოვიხვიე ადიელაო. ამას ადასტურებს დედამთილიც, რომელიც ამბობს ღამე კარებიდან ვუჭყიტინებდი. ვკითხე ლილი რატომ არ გეძინა? ის ამბობს რამე ავდექი და ვნახე რომ ტელევიზორის წინ პუფში იჯდა მაგდა, დახოცილი ყავდა ოჯახი და ტელევიზორს უყრუებდა? მაგდა ამბობს 2-ის წუთებზე, გამომეღვიძა და ვურეკავ დედამთილს - ლილი გაიღვიძე ბავშვი და ომარი სახლში არიან. ლილი ეუბნება მე არ დაიძინიაო.
ოთახიდან ჩემ დას კართან ენთება შუქი. მაგდა იხსენებს, როცა მოვწმინდე იატაკი და ავანთე სინათლე იქ ცელოფნის პარკი არ დამინახავს , სადარბაზო იყო სუფთა, როცა 2-ის 20 წუთზე ლილის უთხრა ავალ ლუკოილს დავივლი და ჩამოვალ, ლილიმ უთხრა წადი მოძებნე და ჩამოდი, მაგდას ურეკია ძმაკაცებისთვისაც. 2-მა ძმაკაცმა არ მიპასხა და ვიფიქრე ჩხუბი მოუვიდაო , ძალიან ხშირად მოსდიოდა ჩემ სიძეს ჩხუბი, სულ ჩხუბში იყო, ჩემი და ხშირად აშველებდა. როცა სვავდა სასწაული ხასიათი ჰქონდა.

უცნაური დეტალი

ჩავიცვი ბოტასები, კურტკა და გავედი. როცა გავედი სინათლე ვეღარ ავანთე. გამოძიება დაინტერესდა რატომ იყო მაგდასთან შუქი ჩამქვრალი. აღმოჩნდა პატარა ნათურა აღარ იყო. და იყო უკუნითი სიბნელე. ნათია და გიორგის სახლთან ცხედარს წამოვკარი ფეხიო. ეს ხდება დაახლოებით 2:20 წუთზე, როცა უკვე ცხედარიც იქვე ჯიხურთან ეგდო. მეზობლებმა მითხრეს მაგდას განწირული კივილი მთელ უბანს ესმოდაო. მთელ მეზბლებს კარზე უბრახუნობდაო. ბავშვი იყო თბილი. მეზობელი ადასტურებს რომ ავიყვანე კბილებს მიჭერდაო.
საავადმყოფოს კამრებში ჩანს როგორ შეყავს ხელებით მაგდას ბავშვი საავადმყოფოში

მაგდას ცემა

სულ გამხადეს ტანსაცმელი. ისეთი ნაცემი იყო ექსპერტიზაზე რომ გადაიყვანეს ადგილი აღარ ჰქონდა. ღუდუშაურში რომ გადაიყვანეს დამირეკა ადვოკატმა დენიდან დაწყებული, მუცელი მოეშალა. დაკარგა მეტყველების უნარი, შაქრი ჰქონდა 450-ზე აწეული, სავარაუდოდ ტვინში გაჟონვა ხდება ამ დროს. ყბა მოეღრიცა. ისე მირტყავდნენ რომ ვუთხარი ფეხმძიმედ ვარო და იტყუებიო. სახეში, თვალებზე , თქვი რომ შენ მოკალიო. სახელ და გვაებსაც ასახელებს ვინც სცემა
მე პირადად შევხვდი მის ფსიქოლოგს , არის ექსპერტიზის დასკვნა რომ მაგდა ფსიქიკურად ჯანმრთელია.

მკვლელის გათვლა

პირველი ვინც ცხედრებს წააწყდა იყო მაგდა. მკვლელს გათვლილი ჰქონდა კარგად, ჩემი სიძის ცხედარი თუ ათრია სვიტრზე ჭუჭყის ნასახი არა აქვს. ჩემი ვარაუდით ბავში რახანც გვიან არის დაღუპული ალბათ ამოიცნო ან სახე დაიმახსოვრა მკვლელის. არ ვიცით ის 4 საათი სად იყო ბავშვი. მეზობელი ამბობს, როცა ღამე სიგარეტის მოსაწევად გამოვედი 2 ადამიანი დავბლანდე, ერთი გამხდარი მაღალი, მეორე ოდნავ სრული, დერეფანში დადიოდნენ სიბნელეშიო.

მაია - თუ სუკვდილი 9:30 არის დამდგარი, იმ ადგილას სადაც იპოვეს ომარი , 4 საათი დავიჯერო არავინ გაიარა?
მაგდას და - როგორ არ გიავლიდა , ის მერეა დაგდებული
მაია- მერე დაგდებული როგორ არის თუ სუფთაა
მაგდას და - მოიყვანეს და მერე დააგდეს

ფარდა

მაგდას საძინებელში , იმ 1 ოთახში დგას საწოლი, რომლის თავზეც არის თეთრი ფარდა, რომელიც არ ჩამოხსნია იმიტომ რომ ნემსით ჰქონდა, კითხვა ჩნდება ნუთუ დარტმისგან არ იქნებოდა იმ ფარდაზე კვალი?

ნაგვის ყუთი

მე გავეცანი ფოტოებს, ნაგვის ყუთიდან თორნიკეს პატარა ბალიშია მოღებული. ნაგვის ურნაში ისეთი 2 ნივთი აღმოჩნდა რომ შოკირებული ვიყავი- გამახსენდა 2 დღით უკან, სამშაბათს, მაგდამ მითხრა, სავარაუდოდ თოკომ ვიდეო თვალი მომიძრო და გაქრაო, შენგან დაველაპარაკები დედას სკაიპითო. ეს ვიდეო თვალია გამქრალი. პარასკევს დილით ბავშვი და მაგდა რომ მოვიდნენ ჩემთან თორნიკეს ზღაპრების წიგნის დანახვაზე დაეწყო ისტერიკები- დედიკო 2 დღე ვერ პოულობს ჩემი ზღაპრების წიგნსო. ეს ზღაპრების წიგნი დაქუცმაცებული ეყარა ნაგვის ურნაში.
თეთრეული რომ მანახეს იქვე ამოვიცანი ეს ჩემი დის თეთრეული არ იყო. წინა დღეს გაქრა მაგდას ბეჭედით.

სავარაუდო საყვარელი

ვიცი ის ბიჭი ვინც არის, იქ მუშაობდა, ჩვეულებრივი დამოკდიებულება ჰქონდა. ის ბიჭი ჩვენებაში ამბობს რომ შეხება არ მქონია, უბრალობ ჩემი ბიზნესი მქონდა ლუკოილზე. ეს ბიჭი და ომარი არიან კლასელები. ანძით არის დადასტურებული რომ ის ბიჭი ორთაჭალაში იყო, სიძესთან იყო.

მაგდას დედის მონაყოლი

მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდათ. ომარი ჩემთვის იყო შვილი, ჩემი სული და გული წაიღო ამ ბიჭმა და თორნიკემ. არ შემიძლია დავასახელო არც ერთი შემთხვევა ომარის ხელი აეწია მაგდაზე. მე ომარის რამდენჯერმე დავურეკე, როგორც არ უნდა დალიო, იცოდე ჩემ შვილზე ხელი არ აიღო. უბანში კამათები ჰქონდა ერთი წლის წინ, მაგდამ უთხრა მე ვეღარ ავიტანო . მე როგორც ვიცი სიკვდილის დღეს იყო ფხიზელი. ომარი იყო ჩამოყალიბებული, არავისთან კონფლიქტი არ ჰქონდა, უბანში სასმელის დროს ემოციური იყო ხოლმე და მერე მოაგვრებდა დაძაბულობის სიტუაციას.

მაგდას დის და დედის მონაყოლი ნანუკას შოუში

მაგდას ჩვნეებიდან ჩანს რომ საერთოდ არასდროს უღიარებია, პირიქით თანამშრომლობდა და აწვდიდა ინფორმაციას.

სიკვდილის დადგომამდე

2–ის წუთები იყო, ორმოცდაათამდე ზარი იყო ჩემთან შემოსული, გონებაში ჩამრჩა 1:20 წუთზე, მაგდამ სმს მომწერა, როგორც კი ტელეფონს ჩართავ დამირეკეო. 8–ის წუთებზე მაგდას აქვს ბოლო სმს დედაჩემისთვის ანკარაში მიწერილი, ეს სმს არაფრად არ ჩათვალა პროკურატურამ – დედა ანგარიშზე არ მაქვს ვერ გირეკავს, ეხლა ომარიამ მთელი ოქრო გაიტანა სახლიდან იარაღით, ხელი მომიქნია მარტყამდა და მე გავაჩერე. ეხლავე დაურეკე, მე ბავშვით ვარ და არ მყოფნის ძალაო.

ომარი
ჩემი სიძე დალევდა და მერე იყო შეურაცხადი. უბანში გადატენილი იარაღით გამოდიოდა. ჩემი და არასდროს უცემია. ჩვევა ჰქონდათ რომ მაგდა სულ ერიდებოდა ომარის როცა ნასვამი იყო. იდეალური ცოლქმრობა ჰქონდათ მაგრამ ბოლო 2 თვე ვერ ვცნობდით ვერც ერთს.

მაგდას ცემა

მაგდა მესამე თვეში იყო. წამების გამო ღამის 2:30 აუყვანიათ ცელოფანი ჩამოუცვიათ სახეზე, ხუთნი იყვნენო, სახელებიც მახსოვს, დამაგდეს ბეჭებზე სახეში მირტყეს, თვალები ჰქონდა სულ ჩალურჯებული, პერიოდულად მხდიდნენ ცელოფანს, მერე შემოიტანეს ბოთლი. უცებ მთავარი ბადრაგი შემოვიდა, კაცი და ხომ არ დაგავიწყდათ ვისი ცოლია რას აკეთებთო. ამ კაცმა თავისი ხელით ჩამაცვა და დამაწყნარაო, მე შენ გადაგიყვან მშვიდ ადგილასო. მას მერე მიიღო შოკი და გადაიყვანეს ღუდუშაურში. დალეწილი ჰქონდა თირკმელები , მუცელში აქვს დარტყმული წიხლები, ნერვიულობისგან მოეღრიცა ყბა, ექსპერტიზა ადასტურებს. მესამე დღეს მუცლის მოშლა დაეწყო".
0

ავტორი: