15:02:22     07-02-2016
მკვლელობაზე კუკიაზე - ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა
მკვლელობა მოხდა თბილისში. წუხელ, გვიან ღამით კუკიის დასახლებაში, უფლისციხის ქუჩაზე, 31 წლის ქალბატონი ყოფილმა მეუღლემ შელაპარაკების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
40 წლის ეჭვმიტანილი მამაკაცი სამართალდამცველებმა გამთენიისას დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი. დაკავებულმა დანაშაული აღიარა.
მეზობლების განცხადებით, მკვლელობის ფაქტს გარდაცვლილის მამიდა შეესწრო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.
0