რას წერს BBC თბილისის განახლებული ოპერის შესახებ რას წერს BBC თბილისის განახლებული ოპერის შესახებ />


  11:18:31     01-02-2016

რას წერს BBC თბილისის განახლებული ოპერის შესახებ

a48390.jpg

ისტორიული ოპერის სახლი საქართველოს დედაქალაქ თბილისში 6 წლიანი განახლების შემდეგ კარს აღებს.

თეატრი მაშინ აშენდა, როდესაც საქართველო საიმპერატორო რუსეთის ნაწილი იყო. შემდეგ ის გადაურჩა საბჭოთა ერას და სამოქალაქო ომს ქვეყანაში. მის განახლებაზე 40 მილიონი დაიხარჯა.

ოპერის საზეიმო გახსნას BBC-ის კორესპონდენტი რეინ დემიტრიც (Rayhan Demytrie) დაესწრო.

თავის სიუჟეტში ჟურნალისტი ოპერის შენობის სტილსა და დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას. ის განსაკუთრებით გამოყოფს "შესანიშნავ ჭაღს", რომელიც 3.5 ტონას იწონის და  800 ნათურითაა განათებული.

რეინ დემიტრი წარმოდგენის დაწყებამდე ლადო ათანელის საგრიმიოროსაც ესტუმრა. "შევიდეთ მსოფლიოში ყველა ცნობილ ქართველ ბარიტონ - ლადო ათანელთან", - ამბობს ის.

"ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ შემიძლია აქ სიმღერა", - აღნიშნავს ლადო ათანელი. 0

ავტორი: