10:02:21     01-02-2016
რუსეთმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
ოფიციალურმა ანკარამ კრემლს რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მხოლოდ ანკარის მიერ გადადგმული ცალმხრივი ნაბიჯები არ კმარა.
რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაცია თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
0