ჯონ მაკკეინი: "უნდა დასრულდეს ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის სარაკეტო ძრავებზე" ჯონ მაკკეინი: "უნდა დასრულდეს ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის სარაკეტო ძრავებზე" /> "/> " />


  11:33:32     29-01-2016

ჯონ მაკკეინი: "უნდა დასრულდეს ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის სარაკეტო ძრავებზე"

a48327.jpg

აშშ-ის სენატის სამხედრო სამსახურების კომიტეტის ხელმძღვანელი, ჯონ მაკკეინი, აშშ-ის მიერ რუსეთის სარაკეტო ძრავების სამხედრო მიზნით გამოყენების აკრძალვას აღდგენას აპირებს.

27 იანვარს მაკკეინმა განაცხადა, რომ გამოვა საკანონმდებლო ინიციატივით და გააუქმებს იმ ფორმულირებას, რომელიც ნაწილი იყო გასულ თვეში მიღებული მასშტაბური ხარჯვითი კანონპროექტისა. ამ კანონპროექტით შემსუბუქდება აკრძალვა, რომელიც შემოიღეს რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსირების შემდეგ.

"აშშ-მა უნდა უზრუნველყოს ის, რომ დასრულდეს ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის სარაკეტო ძრავებზე და შეწყდეს ვლადიმირ პუტინისა და მისი კორუმპირებული მოკავშირეების ბანდის დაფინანსება", - განაცხადა მაკკეინმა.

სენატორმა განიხილა რუსეთის ორი მაღალჩინოსნის, სერგეი ჩემეზოვისა და დმიტრი როგოზინის მაგალითები: მისი თქმით, ამ პირებს აშშ-ის სანქციები შეეხო, თუმცა რუსეთის საჰაერო და თავდაცვის ინდუსტრიაში მათი პოზიციები ამ პირებს მაინც აძლევს საშუალებას იხეირონ აშშ-ის სამხედრო უწყებებისთვის RD-180 ძრავების მიყიდვით. თითო ასეთი ძრავა, საშუალოდ, 30 მილიონი დოლარი ღირს.

0

ავტორი: