14:42:04     28-01-2016
სკანდალი "აბესალომ და ეთერის" დეკორაციის გარშემო - "დაუკმაყოფილებელია მხატვარი?"
როგორც უკვე ცნობილია, 30 იანვარს ოპერის თეატრი განახლებული სახით, ოპერა "აბესალომ და ეთერით" გაიხსნება. ოპერის დადგმის რეჟისორი გიზო ჟორდანიაა, მხატვარი - გოგი ალექსი-მესხიშვილი. წამყვან პარტიებს კი მსოფლიოში აღიარებული ქართველი ოპერის მომღერლები მომღერლები: თამარ ივერი, ლადო ათანელი და თემურ გუგუშვილი შეასრულებენ.
ოპერაზე სკანდალური შეფასება თავდაპირველად ნიკა გვარიამ გამოთქვა.
"ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა "აბესალომ და ეთერი". თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით, მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე", - დაწერა გვარამიან სოციალურ ქსელში.
მორიგი სკანდალი კი რეპეტიციის კადრების გავრცელების შემდეგ აგორდა. კადრებში ჩანს დეკორაციები, საიდანაც ერთ-ერთმა მნახველები გააკვირვა.
დეკორაციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითად, მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ფეისბუქზე წერს:
„აი ეს რა არის? დაუკმაყოფილებელია მხატვარი? ან როგორ არავის არ მოუვიდა თავში, რომ ეს დიშლა „აბესალომ და ეთერში“ არ უნდა იყოს, თუ რამის ქვეტექსტით თქმა გსურს, ადექი და ისე გააკეთე, რომ ერთი შეხედვით არ აღიქმებოდეს (25-ე კადრისა არ იყოს)
ეს ქვეტექსტი არაა, ეს არის პირდაპირ თქმა იმისა, რომ ან სექსუალური პრობლემებია, ან უბრალოდ გკიდია, რასაც მინდა, იმას ვაკეთებო (მაგრამ მაინც ზემოთ ხსენებულ პრობლემებს წავაწყდებით (თვითონ წააწყდეს)
მე მაპატიეთ, მაგრამ მე რომ ვმღეროდე ამ დადგმაში, პროტესტი გამიჩნდებოდა აუცილებლად. დადექით და გამამტყუნეთ, ან მეძახეთ ხელოვნებაში (ამგვარში) გაუთვიცნობიერებელი.
ხო ვისაც მოგწონთ თქვენ ჯანში იყოსო, ნათქვამია.“ - წერს მომღერალი.
Notice: Undefined variable: PG_YouTube in /var/www/html/www.presa.ge/new/admin/i0.php on line 2962
0