09:52:10     28-01-2016
თბილისში მამაკაცმა ჯერ ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
როგორც ცნობილი ხდება, შემთხვევა ვარკეთილში შუამთის ქუჩაზე მოხდა. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს.
მეზობლების განცხადებით, მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მომხდარი სამართალდამცავების მისვლის შემდეგ შეიტყვეს. მათივე თქმით, ცოლ-ქმარს მცირეწლოვანი შვილები დარჩა.
ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე შეისწავლეს ადგილზე არსებული ვითარება და ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და თვითმკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.
Notice: Undefined variable: PG_YouTube in /var/www/html/www.presa.ge/new/admin/i0.php on line 2962
0