"შენ ჩემო დიდო ტკივილო" - დღეს თეონა ქუმსიაშვილის დაბადების დღეა "შენ ჩემო დიდო ტკივილო" - დღეს თეონა ქუმსიაშვილის დაბადების დღეა /> "/> " />


  17:56:43     27-01-2016

"შენ ჩემო დიდო ტკივილო" - დღეს თეონა ქუმსიაშვილის დაბადების დღეა

a48258.jpg

ქართული ხალხური სიმღერების და საკუთარი ფოლკლორული კომპოზიციების შემსრულებელი, მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი 1984 წლის 27 იანვარს დაიბადა. 

2007-2010 წლებში მონაწილეობდა ქართული ხალხური სიმღერის ფესტივლებზე: „ხევსურული საღამო“ და „არტგენი“.  2010 წლის 22 ივლისს, ათენგენობიდან (მთიელთა უძველესი დღესასწაული, რომელიც გაიმართა სოფელ მუცოში), მომავალი ავტომობილი, რომელშიც იჯდა თეონა ქუმსიაშვილი 2 მცირეწლოვან ვაჟთან, დასთან და კიდევ 3 ადამიანთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოჰყვა.

ავტომობილი მდინარე არღუნის ხეობაში გადაიჩეხა. კატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. საბედისწერო აღმოჩნდა შემთხვევა ქართველი მომღერლის, თეონა ქუმსიაშვილისათვის, რომელსაც სახელად „მთის ბულბული“ შეარქვეს.

გამოცემული აქვს სოლოალბომები: 2005 — „პირიმზე“. 2009 — „მარტო სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული“.

სახელი გაითქვა თავისი უნიკალური ხმითა და მუსიკალური კომპოზიციების შესრულებით.

თეონა პოპულარული ხევსური პოეტის - გელა დაიაურის მეუღლე იყო. 

ყოველი წლის 27 იანვარს იმართება თეონა ქუმსიაშვილისადმი მიძღვნილი საღამო. 0

ავტორი: