12:15:14     27-01-2016
პენტაგონი: "ევროპაში აშშ-ის მთავარი ამოცანა რუსეთის აგრესიის შეკავებაა"
ევროპაში ამერიკის საბრძოლო სტრატეგიის დოკუმენტის მიხედვით, პენტაგონის მიერ ევროპაში ამერიკული შეიარაღებული ძალების გაგზავნის მთავარი ამოცანა არის რუსეთის მხრიდან წამოსული აგრესიის შეკავება.
დოკუმენტის თანახმად, ევროპულ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება ჩრდილოეთში, აღმოსავლეთსა და სამხრეთში. პირველ ორ შემთხვევაში რისკი მომდინარეობს რუსეთიდან მისი გაზრდილი აგრესიის გამო არქტიკის მილიტარიზაციასთან დაკავშირებით. სამხრეთით კი საფრთხე"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები წარმოადგენენ.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროპას ემუქრება "მოწინააღმდეგეების მზარდი პოტენციალი ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, ინფექციური დაავადებები, კიბერ-შეტევები, საერთაშორისო და ეროვნული ტერორისტული ორგანიზაციები და ასევე უკანონო ნარკოტიკის შემოტანა", გარდა ამისა, საფრთხეა მიგრანტთა კრიზისი, რომელიც 2015 წელს გამწვავდა.
0