შსს: "ლავას ოღლის" ბრალი უახლოეს მომავალში წარედგინება"
შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. კანონიერი ქურდის, მეტსახელად ლავას ოღლისთვის უახლოეს მომავალში ბრალის წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"დღეის მდგომარეობით, გამოძიების მიერ აღნიშნულ საქმეებზე მოპოვებულია დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მხილებული იქნა ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ. მეტსახელად ლავას ოღლი. შედეგად, გამოძიება შევიდა დასკვნით ფაზაში და უახლოეს მომავალში მინდია გ.-ს წარედგინება ბრალი,“- ნათქვამია განცხადებაში.
0