The Washington Post: "პენტაგონი "ისლამურ სახელმწიფოს" ავღანეთშიც დაბომბავს" The Washington Post: "პენტაგონი "ისლამურ სახელმწიფოს" ავღანეთშიც დაბომბავს" /> "/> " />


  14:17:52     21-01-2016

The Washington Post: "პენტაგონი "ისლამურ სახელმწიფოს" ავღანეთშიც დაბომბავს"

a47922.jpg

ამერიკული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით The Washington Post იტყობინება, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ პენტაგონს მისცა ნებართვა მიიტანონ ავიაიერიშები ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებზე ავღანეთში.

"ახალი უფლებამოსილება ნებას რთავს ამერიკას უფრო აქტიურად ებრძოლოს აჯგუფებას ავღანეთის ტერიტორიაზე", -უთხრა გამოცემას ინფორმაციის წყარომ. მისი სიტყვებით, დაბომბვების ტერიტორიის გაფართოების საკითხი წინა კვირას წამოიჭრა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ამერიკას ამ რაიონში ტერორისტების დაბომბვის შესაძლებლობა მხოლოდ სამ შემთხვევაში ჰქონდა: უცხოური ძალების დასაცავად, ავღანელი სამხედროების დასახმარებლად და ასევე ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ქაიდასთან" ბრძოლის ფარგლებში.პენტაგონის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ამერიკა ავღანეთში ტერორისტების პოზიციებზე აქამდეც ახორციელებდა თავდასხმებს, მაგრამ ეს უფრო მეტად განპირობებული იყო ტერორისტების განწყობით, ვიდრე მათი "ისლამური სახელმწიფოსადმი" კუთვნილებით.

The Washington Post ის მონაცემებით, ამ დროისთვის ავღანეთის ტერიტორიაზე დაჯგუფება "თალიბანი" და ISIS-ის ერთმანეთის წინააღმდეგაც იბრძვიან და ავღანური სამხედრო ძალისაც.

13 იანვარს, თავის გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტმა მოუწოდა კონგრესს გამოეყენებინა შეიარაღებული ძალები "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველად. ობამამ აღნიშნა, რომ, "ტერორიზმის დანგრევა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საერთაშორისო უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, რომელმაც მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაისადგურა". "სწორედ ამას აკეთებენ ამერიკელი სამხედროები ერაყში, სირიასა და ავღანეთში", - დაამატა მან. 0

ავტორი: