11:18:21     19-01-2016
როგორ ემზადებიან ბელორუსები მოსალოდნელი რუსული აგრესიის წინააღმდეგ...
24 იანვარს ბელორუსში ადგილობრივი ოპოზიციის ორგანიზებით გაიმართება საქველმოქმედო აქცია "დაეხმარე ჯარისკაცს", რომელიც უკრაინაში მებრძოლი ბელორუსი სამხედროების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
ეს ნაციონალისტების პირველი გამოსვლა არაა, იანვრის დასაწყისში ინტერნეტით გავრცელდა საბრძოლო-პატრიოტული რაზმის "ვაიარის" ვარჯიშის კადრები. ახალგაზრდები ემზადებოდნენ მოსალოდნელი რუსული აგრესიის თავიდან ასაცილებლად.
მოდი გადავხედოთ ბეოარუსულ მოხალისეთა გაერთიანებებს.
აქციის ორგანიზატორმა ნაციონალური ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფრონტის" ლიდერმა დმიტრი დაშკევიჩმა სოციალური ქსელით ამცნო თანამემამულეებს, რომ უკრაინაში მებრძოლი ბელორუსი სამხედროები უკრაინის ხელისუფლებისგან ვერ იღებენ ვერანაირ მხარდაჭერას და ამიტომაც საჭიროა მათი დახმარება.
"წადით დილით ტაძარში, ილოცეთ და დაფიქრდით ადამიანის სიცოცხლის ფასზე, შემდეგ კი მოდით და დაეხმარეთ იმ ადამიანებს, ვინ წირავს თავს ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის", - ასე მოუწოდა დაშკევიჩმა ხალხს.
მისი ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფრონტი" ოფიციალურად ჩეხეთშია დარეგისტრირებული, როგორც ბელორუსული ოპოზიციური მოძრაობა. მისი ლიდერი 2006 წელს გასამართლებულიც კი ყო არარეგისტრირებული ორგანიზაციის მოქმედების გამო.
გასული წლის ბოლოს კი "ახალგაზრდა ფრონტმა" შექმნა სამხედრო-პატრიოტული გაერთიანება "ვაიარი", რომელიც არამხოლოდ აქტიურად იწვევს მოწინააღმდეგეებს, ასევე ატარებს პატრიოტულ ვარჯიშებს ჰაერზე. შედარებისთვის, ასეთივე მოქმედებებით იწყებოდა რუსეთში აკრძალული უკრაინული ორგანიზაციის "მარჯვენა სექტორის" არსებობაც. განსხვავება იმაშია რომ ბელორუსმა მებრძოლებმა იმთავითვე განსაზღვრეს საკუთარი მიზანი - "წინ აღუდგნენ კრემლის მეხუთე კოლონას ბელორუსში და იმ რუსულ აგრესიას, რომელსაც მეხუთე კოლონა ამზადებს".
"თავისუფალი უკრაინის გარეშე, არ იქნება თავისუფალი ბელორუსი"
ცოტა ხნის წინ ბელორუსი ნაციონალისტები ითვლებოდნენ მარგინალურ ძალად და მათ მოსახლეობა უყურებდა როგორც რადიკალურ ახალგაზრდებს.
უკრაინის კრიზისამდე ნაციონალური რიტორიკა ახასითებდა ბელორუსული პარტიების ნაწილს, რომლებიც ღიად აფიქსირებდნენ თავიანთ დამოკიდებულებას რუსეთისადმი. თუმცა ომმა დონბასში სიტუაცია შეცვალა.
ლოზუნგით "თავისუფალი უკრაინის გარეშე არ იქნება თავისუფალი ბელორუსი", უკრაინისკენ დაიძრნენ მოხალისეები, რომლებსაც მხარს ქვეყნის ინტელიგენციაც უჭერს.
სოციალურ ქსელებს თუ დავუჯერებთ, ბელორუსი პატრიოტი ახალგაზრდების პოპულარობა ნელ-ნელა იზრდება.
მხოლოდ ბოლო წლებში ქვეყანაში გაჩნდა უამრავი მოძრაობა და საზოგადოება, რომლებსაც მიაჩნიათ რომ აუცილებელია რუსეთისგან თავდაცვა. ისინი ახალგაზრდებს უკრაინაში გზავნიან, ასევე აგროვებენ დახმარებას სამხედროებისათვის.
ბელორუსული ნაციონალისტების იდეები, თავისი არსით უკრაინულს ჰგავს, თუმცა რამდენიმე საწინააღმდეგოცაა. მაგალითად ზოგი მიიჩნევს რომ რესპუბლიკას უნდა დაუბრუნდეს "ისტორიული" სახელწოდება "ლიტვა". პატრიოტები ასევე თვლიან რიგ რუსულ ლიტვურ და პოლონურ ტერიტორიებს საკუთრებად.
მათი ლოგიკით, ეს მიწები ბელორუსს მეოცე საუკუნეში წაართვეს. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ ერთადერთ ეროვნულ ენად უნდა გამოცხადდეს ბელორუსული ენის პოლონიზებული ვერსია - ე.წ "ტარაშკევიცა".
ყველა, ვინც გამორიცხავს ბელორუსი ხალხის, ენის, კულტურის, ისტორიის და დამოუკიდებლობის არსებობას, ავტომატურად უნდა გამოცხადდეს მტრად. მთავარი საფრთხე კი, რთული გამოსაცნობი არაა, რომ ადგილობრივი პატრიოტების აზრით, რუსეთიდან მოდის.
ყველაფერი ეს და ამასთან ერთად ახლანდელი მმართველობის უარყოფა წარმოადგენს მებრძოლების იდეების ქვაკუთხედს.
0