00:03:00     19-01-2016
კარტოფილი განუმეორებელი გემოთი - "ფონდანი"
ყველასთვის ცნობილია, რომ კარტოფილისგან უამრავი კერძი მზადდება. ეს უნიკალური ბოსტნეული ბევრი ადამიანისათვის საყვარელია. გთავაზობთ კარტოფილის რეცეპტს - „ფონდანს“.
გარდა იმისა, რომ იგი მარტივად მზადდება და ეფექტურად გამოიყურება, მისი გემო ენით აღუწერელია. იგი მზადდება ბეგქონდარით (ურცი), რაც კარტოფილს განუმეორებელ არომატს ანიჭებს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
3 ც. დიდი კარტოფილი;
2 ს.კ მცენარეული ზეთი;
2 ს.კ კარაქი;
4 ც. ბეგქონდარის ტოტი;
½ ჭიქა ქათმის ბულიონი;
მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მომზადება:
იმისათვის, რომ კარტოფილი ლამაზად გამოიყურებოდეს, გათალეთ შემდეგნაირად: თავდაპირველად მოაჭერით ზედა და ქვედა ნაწილი(იხ. ქვემოთ პირველი ფოტო);
გარეცხეთ გათლილი კარტოფილი და მოათავსეთ ხელსახოცზე, რათა გაშრეს;
მოიმარჯვეთ ღრმა ტაფა და გააცხელეთ მასში მცენარეული ზეთი. მაღალ ცეცხლზე დაბრაწეთ კარტოფილი ყველა მხრიდან;
როდესაც კარტოფილი შეოქროსფერდება, აიღეთ ხელსახოცი და მოაშორეთ ზეთი ტაფას;
ჩააგდეთ ტაფაში კარაქი და ბეგქონდარა, მოაყარეთ მარილი და წიწაკა;
როდესაც კარტოფილი ცხიმს კარგად შეიწოვს, მოასხით ქათმის ბულიონი .
გემრიელად მიირთვით!
იხ. ფოტოები: