14:19:07     18-01-2016
ბიძინა კუჭავას ოჯახის ახლობელი: "კუჭავას თითი მიკერებული აქვს"
სკანდალურ განცხადებას აკეთებენ მკვლელობაში მთავარ ეჭვმიტანილად გამოცხადებული, გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ოჯახის წევრები. ისინი კატეგორიულად არ ეთანხმებიან გამოძიების ვერსიას და აცხადებენ, რომ კუჭავას ქირია არ მოუკლავს და არც თვითმკვლელობით დაუსრულებია სიცოცხლე.
ახლობლების განცხადებით, გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები მიანიშნებს, რომ მოვლენები ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებული სცენარით ვითარდებოდა. ოჯახმა ექსპერტიზაში უკვე ჩართო დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც დათანხმდა საქმეში მონაწილეობას.
"არის ისეთი დაზიანებები, რომელიც მკვლელს არ უნდა ქონდეს. დაზიანება სხვა ადგილებზეა. ნატყვიარზე არ არის საუბარი. თითი აქვს მიკერებული. ადამიანს ფეხი ისე აქვს დაზიანებული, არ შეიძლება შემდეგ სიარული შეძლოს, მანქანაში ჩაჯდეს, თავი მოიკლას,“ - ამბობს "საქართველოს ხმის" დირექტორი მამუკა კუჭავა.
0