ფორთოხლის ორცხობილის ყველაზე მარტივი და გემრიელი რეცეპტი ფორთოხლის ორცხობილის ყველაზე მარტივი და გემრიელი რეცეპტი />


  00:11:17     18-01-2016

ფორთოხლის ორცხობილის ყველაზე მარტივი და გემრიელი რეცეპტი

a47696.jpg

ორცხობილის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

2 ჭ. ფქვილი;

50 გ. კარაქი ან მარგარინი;

1 ც. კვერცხი;

3 ს.კ არაჟანი;

3 ს.კ მცენარეული ზეთი;

80 გ. შაქარი;

½ ჩ.კ გამაფხვიერებლი(სოდა);

მწიკვი მარილი.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 ც. ფორთოხალი;

1 ს.კ. სახამებელი;

160 გ. შაქარი.

მომზადება:

გახეხეთ კარაქი შაქართან ერთად. დაამატეთ ცომის ყველა ინგრედიენტი: მცენარეული ზეთი, კვერცხი, არაჟანი, გამაფხვიერებელი, მარილი და ფქვილი. ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს;

ცომისგან გააკეთეთ ბურთულა და შეინახეთ მაცივარში ნახევარი საათით;

შიგთავზის მოსამზადებლად გარეცხეთ ფორთოხალი, დაჭერით და მოაცალეთ კურკები. მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ შაქარი და სახამებელი.

ამოიღეთ ცომი მაცივრიდან და დაყავით ორ თანაბარ ნაწილად. გააბრტყელეთ, მოასხით ზედ შიგთავსი და თანაბრად გადაანაწილეთ;

შეახვიეთ რულეტივით, შეგიძლიათ ცოტა ხნით მოათავსოთ მაცივარში, რათა შიგთავსი შესქელდეს;

რულეტი დაჭერით, რომ ორცხობილის ფორმა მიიღოს, წაუსვით ფორმას კარაქი და მოათავსეთ ორცხობილა;

მოათავსეთ იგი ღუმელში 20 წუთით, 220 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით! 

0

ავტორი: