სახელმწიფო სერვისების მიღება ახლა უკვე 1,000-ზე მეტ სოფელშია შესაძლებელი სახელმწიფო სერვისების მიღება ახლა უკვე 1,000-ზე მეტ სოფელშია შესაძლებელი />


  15:22:09     12-01-2016

სახელმწიფო სერვისების მიღება ახლა უკვე 1,000-ზე მეტ სოფელშია შესაძლებელი

a47466.jpg

 საზოგადოებრივი ცენტრი მუშაობს, სადაც სოფლის მოსახლეობას 200-ზე მეტი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი სახელმწიფო სერვისის მიღება, სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია.აღნიშნული პროექტის შესახებ დუშეთში გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, შიო ხეცურიანმა და ლიბერთიბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა. 

  ლიბერთი ექსპრესის მანქანების საშუალებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ოპერატორები მომსახურებას უწევენ ისეთ სოფლებს, სადაც არ არის იუსტიციის სახლები,სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და საზოგადოებრივი ცენტრები. შესაბამისად, სოფლის მოსახლეობას სახელმწიფო სერვისებისმისაღებად აღარ მოუწევს შორი მანძილის გავლა და ყველა მომსახურებას ადგილზე მიიღებს. 

ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს, როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნულისააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ეროვნული არქივისა და შპს „მექანიზატორის“ მომსახურებით. ასევე, შესაძლებელია ლიბერთი ბანკის სხვადასხვა სახისმომსახურების მიღება: პენსიისა და სოციალური დახმარების აღება, ფულადი გზავნილების მიღება ან გაგზავნა, ანგარიშის გახსნა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადებისგადახდა. “

  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობით, ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის პროექტი 2015 წლის ივლისში წარმატებით დანერგაშიდა ქართლში. მოხარული ვართ, რომ პროექტმა მასშტაბური სახე მოკლე ვადაში მიიღო და ამჟამად სახელმწიფო სერვისები უკვე 1,000-ზე მეტი სოფლის მოსახლეობისთვის გახდახელმისაწვდომი” - დუშეთში გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, შიო ხეცურიანმა

   „ლიბერთი ბანკი ლიბერთი ექსპრესის არხით 1,000-ზე მეტი სოფლის მოსახლეობას 100-მდე მობილური ფილიალით 2010 წლიდან ემსახურება. მოხარული ვართ, რომ 2015 წლის ივლისიდან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, მომხმარებელს ამ ალტერნატიული არხის გამოყენებით საბანკო მომსახურების გარდა ასევე შეუძლია სახელმწიფო სერვისების მიღება, როგორიცაა პირადობის მოწმობის, პასპორტის და საჯარო რეესტრის ამონაწერის აღება.“ - აღნიშნა ლიბერთიბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.

0

ავტორი: