10:35:15     12-01-2016
დღეს გურამ საღარაძეს 87 წელი შეუსრულდებოდა - არტისტის უკანასკნელი ლექსი
საქართველოს სახალხო არტისტს გურამ საღარაძეს დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა. იგი 1929 წელს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში.
მისი განსახიერებული როლებია: სოსო (ო. იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ“), თესევსი, მასხარა და იულიუს კეისარი (შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მეფე ლირი“ და „იულიუს კეისარი“) , ჰეილი (მილერის „სეილემის პროცესი“), ტიპოტესკუ (კარაჯალეს „დაკარგული ბარათი“), დურსუნი და ჭეიშვილი (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“ და საბრალდებო დასკვნა), მინდია (გამსახურდიას „ხოგაის მინდია“), შე ფუ, თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი (ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ და „კავკასიური ცარცის წრე“), ტომი (ტ. უილიამზის „შუშის სამხეცე“), გიორგი ჯაფარიძე (რ. თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“), უჩა (თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“) და სხვა.
გურამ საღარაძის ვარსკვლავი 2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა.
გურამ საღარაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.
უყურეთ არტისტის უკანასკნელ ვიდეოს:
0