10:22:06     08-01-2016
The Telegraph-მა ნინო ანანიაშვილი მსოფლიოს 12 უდიდეს ბალერინას შორის დაასახელა
ბრიტანულმა The Telegraph-მა მსოფლიოს 12 უდიდეს ბალერინას შორის ნინო ანანიაშვილიც დაასახელა. ქართველი პრიმა ჩამონათვალში მე-6 ადგილასაა.
"ცეკვის მაცდური მისტიკა, პირადი ჯადოსნურობა, ინტენსიური გამომხატველობა და ტექნიკური ჯადოქრობა", - ასე შეაფასა გამოცემამ ანანიაშვილის ცეკვა.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ პრიმა საქართველოშია დაბადებული და ამჟამად სამშობლოში მოღვაწეობს სამხატვრო ხელმძღვანელად.
რეიტინგში ნინო ანანიაშვილი ისეთი ცნობილი ბალერინების გვერდითაა მოხსენიებული, როგორებიც ანა პავლოვა, გალინა ულანოვა და ალისია მარკოვა არიან.
0