ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბის აფეთქება დაადასტურა ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბის აფეთქება დაადასტურა />


  14:01:51     06-01-2016

ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბის აფეთქება დაადასტურა

a47203.jpg

ჩრდილოეთ კორეა ადასტურებს, რომ მათ ჩაატარეს მიწისქვეშა საცდელი ექსპერიმენტი და ააფეთქეს წყალბადის ბომბი, რაც 2006 წლის შემდეგ უკვე მეოთხე ატომური აფეთქებაა ქვეყანაში.

წყალბადის ბომბი, რომელიც ჩრდილო კორეაში გამოსცადეს, უფრო ძლევამოსილია ვიდრე ატომური იარაღი.
ინფორმაციის ოფიციალურობას საერთაშორისო ექსპერტები ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა შემთხვევას უკვე მოჰყვა მსოფლიო კრიტიკა. სამხრეთ კორეამ გამოცდას უწოდა "უძიმესი პროვოკაცია ეროვნული უსაფრთხოებისთვის".

აფეთქებამ, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდა ლიდერის ნებართვით მოხდა, საკმაოდ ძლიერი სეისმური აქტივობა გამოიწვია.
ჩრდილოეთ კორეის ატომური აქტოვობების ქრონოლოგია ასეთია:

2002 წელს ქვეყანა პირველად აცნობებს მსოფლიოს რომ აქვს საიდუმლო ატომური იარაღის პროგრამა.

2006 წელს დაანონსდა პირველი სამი მიწისქვეშა აფეთქება.

2009 წელს საერთაშორისო მოლაპარაკებებიდან ერთთვიანი თავის აცილების შემდეგ ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მეორე მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა უნდა განახორციელოს.

2013 წლის თებერვალში ხდება იარაღის მესამე გამოცდა, რომელსაც ადგილობრივი მედია "მსუბუქ და მინიატურულ ბირთვულ მოწყობილობას" უწოდებს.

2015 წლის მაისში მათ დაიწყეს წყალქვეშა ნავების ტესტირება, რომელთა აღმოჩენა რადარებზე უფრო რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი წყალქვეშა მოწყობილობების.

2016 წლის იანვარში კი, ჩრდილო კორეის განცხადებით მათ წარმატებულად გამოსცადეს წყალბადის ბომბი. 0

ავტორი: