რატი ამაღლობელი: "მე მიყვარს პატრიარქი მეტროს ჩასასვლელში გაყინული" რატი ამაღლობელი: "მე მიყვარს პატრიარქი მეტროს ჩასასვლელში გაყინული" /> "/> " />


  15:22:08     05-01-2016

რატი ამაღლობელი: "მე მიყვარს პატრიარქი მეტროს ჩასასვლელში გაყინული"

a47161.jpg

პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში

პატრიარქი გაიყინა, 
საკუთარ დაბადების დღეზე გაიყინა,
83 წლის მოხუცი პატრიარქი 
მეტროს ჩასასვლელში, 
მიწისქვეშა გადასასვლელში 
გაიყინა.
დიახაც, მე მიყვარს პატრიარქი
ჩემი გაყინული პატრიარქი,
მიწისქვეშეთის მისადგომებთან 
წაქცეული. 
უცხო, უცნობი, განდევნილი,
როგორც პირველი ქრისტიანი,
მე მიყვარს პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში გაყინული.
მას არავინ მიულოცავს 
დაბადების დღეს,
არავინ უმღერებს ოდებს.
დაე, დატირება, ეს მცირე დატირება
წაგყვეს უწმინდესო იქ, 
სადაც მართალნი განისვენებენ.

/რატი ამაღლობელი/ 

0

ავტორი: