თბილისის დასუფთავების სამსახური გაიფიცა - "პირობები საგანგაშოა" თბილისის დასუფთავების სამსახური გაიფიცა - "პირობები საგანგაშოა" /> "/> " />


  02:42:40     30-12-2015

თბილისის დასუფთავების სამსახური გაიფიცა - "პირობები საგანგაშოა"

a46991.jpg

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით, თბილისის დასუფთავების სამსახური გაიფიცა. შესაბამისად, გაჩნდა საფრთხე, რომ დედაქალაქი ახალ წელს ჭუჭყიანი შეხვდეს.

თბილსერვისის თანამშრომლების თქმით, ისინი ხელისუფლებისგან ჯერ კიდევ 3 თვის წინ მიღებული დანაპირების შესრულებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, 4 ათასამდე თანამშრომელს არც სამუშაო პირობები აქვთ და ხელფასებიც ძალიან დაბალია. ამბობენ, რომ საგანგაშოა მანქანების ტექნიკური მდგომარეობა, არა აქვთ სამუშაო ტანსაცმელი და განსაკუთრებით ამ პირობების გათვალისწინებით ითხოვენ ხელფასების მატებას, მით უმეტეს ლარის დევალვაციის ფონზე. 

თანამშრომლები აცხადებენ,რომ ხელისუფლებიდან მუქარის მიუხედავად ისინი ხვალიდან გაფიცვას იწყებენ და მოთხოვნების შესრულებამდე ქალაქის დასუფთავებაზე უარს ამბობენ.   

0

ავტორი: