15:04:42     29-12-2015
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი რუსეთთან შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტისთვის ემზადება
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი გადახედავს და განაახლებს რუსეთთან შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტის გეგმებს.
პენტაგონი განიხილავს გეგმას ყველა შესაძლო სცენარისთვის - ჩრდილო კორეის კონფრონტაციიდან დაწყებული, ზომბების შემოტევით დამთავრებული. მაგრამ ეს გეგმები ასევე არის რანგირებული პრიორიტეტულობის და რეალურობის მიხედვით. 1991 წლის შემდეგ რუსეთის აგრესიასთან გამკლავების გეგმა პენტაგონის რადარებიდან გაქრა. ის თაროზე შემოდეს და იმტვერებოდა, რადგან მოხდა რუსეთის ინტეგრირება დასავლეთთან და განიხილებოდა რიგ საკითხებზე პარტნიორობის საკითხი. ახლა კი, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების ინფორმაციის თანახმად, პენტაგონი აპირებს ამ საკითხზე მტვრის გადაფერთხვას და მათ გადაფასებას. ეს გამოიწვია პოსტ-ყირიმის-ანექსიამ და იმ გეოპოლიტიკურმა რეალობამ, რომელშიც პუტინი დასავლეთისთვის პარტნიორად კი არა, პოტენციურ საფრთხედ განიხილება.
"უსაფრთხო გარემოსა და რუსეთის მოქმედებების გათვალისწინებით, დადგა იმის აუცილებლობა რომ უნდა განვაახლოთ უსაფრთხოების გეგმები ნატო-ს მოკავშირეებზე სავარაუდო აგრესიის წინააღმდეგ", -თქვა ერთ-ერთმა წყარომ თავდაცვის სფეროდან.
"რუსეთის შეჭრამ აღმოსავლეთ უკრაინაში აიძულა ამერიკა განეახლებინა შესაძლო გეგმებზე მუშაობა. ისინი საკმაოდ მოძველებულია", -განაცხადა მიშელ ფლორნოიმ (Michèle Flournoy), ახალი ამერიკული თავდაცვის ცენტრის თანადამაარსებელმა.
თანამდებობის პირების ინფორმაციით, ახალ გეგმებს ორი მიმართულება აქვს. ერთი ფოკუსირებულია იმაზე, თუ რა შეუძლია გააკეთოს ამერიკამ, როგორც ნატო-ს ნაწილმა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეუტევს ნატო-ს წევრ ქვეყანას. მეორე ვარიანტი ითვალისწინებს ამერიკის მოქმედებებს ნატოს ქოლგის გარეთ.
ორივე ვერსია ფოკუსირებულია რუსეთის სავარაუდო შეჭრაზე ბალტიისპირეთში. სცენარზე, რომელიც ყველაზე ხშირად განიხილება ახალი რუსული აგრესიის ფარგლებში. ისინი ასევე მზარდად ფოკუსირებულნი არიან არა ომის წარმოების ტრადიციულ ხერხებზე, არამედ იმ ჰიბრიდულ ტაქტიკაზე, რომელიც რუსეთმა ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში გამოიყენა. "პატარა მწვანე კაცუნა" გულისხმობს საზოგადოებრივ პროტესტსა და კიბერ შეტევას. "ისინი ცდილობენ გაარკვიონ რას მოიმოქმედებს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი კიბერ შეტევის საპასუხოდ", - თქვა ჯული სმითმა, ვიცე-პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების დარგში. "მიმდინარეობს ცოცხალი დებატები იმის შესახებ, თუ რა იქნება შემდეგ", - აღნიშნა მან.
ეს არის მნიშვნელოვანი დასაწყისი პოსტ "ცივი ომისა", ამერიკული თავდაცვის პოლიტიკისთვის.
0