12:47:46     29-12-2015
გურჯაანში 40 წლამდე მამაკაცმა 11 წლის ბიჭი გააუპატიურა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 11 წლის ბიჭზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა სექსუალური სახის ძალადობა განახორციელა, სანაცვლოდ კი ბავშვს ხუთი ლარი მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას speqtri.ge ავრცელებს.
შსს ადასტურებს ინფორმაციას და აცხადებს,რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით არის აღძრული, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს. ამ დროისთვის დანიშნულია ექსპერტიზა.
speqtri.ge იმასაც იუწყება,რომ , რომ ეჭვმიტანილი სულიერად დაავადებულია და რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა ბოლო პერიოდში სახლში იმყოფებოდა. თანასოფლელების თქმით ის ხშირად აგრესიულად იქცეოდა, ამჟღავნებდა მანიაკალურ თვისებებს, რაც მათში შიშს იწვევდა.
0