"ბოროტების სავანის" მე-6 ნაწილის გადაღებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა "ბოროტების სავანის" მე-6 ნაწილის გადაღებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა /> "/> " />


  15:18:07     25-12-2015

"ბოროტების სავანის" მე-6 ნაწილის გადაღებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

a46833.jpg

ცნობილი ფილმის "ბოროტების სავანის" მე-6 ნაწილის გადაღებებს სამხრეთ აფრიკაში ტექნიკოსი რიკარდო კორნელიუსი ემსხერპლა. ინციდენტი 3 დეკემბერს მოხდა, მაგრამ მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გასაჯაროვდა.

არც რეჟისორ პოლ ანდერსონსა და არც ფილმის გადაღებაში ჩართულ კომპანიას ოფიციალური განცხადება არ ჯერ არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციით ტექნიკოსი გადასაღებ მოედანზე ერთ-ერთი მოწყობილობის, სამხედრო ყველგანმავალის ქვეშ მოჰყვა და საავადმოყოში გარდაიცვალა.

ამავე ფილმის გადაღებისას ოქტომბერში მთავარი როლის შემსულებლის მილა იოვოვიჩის დუბლიორიც სერიოზულად დაშავდა უბედური შემთხვევის გამო, ის მოტოციკლით გადასაღებ აპარატურას შეეჯახა და ორი კვირა მედიკამენტოზურ კომაში გაატარა. მას ხელის ამპუტაცია დასჭირდება და ალბათ კასკადიორის კარიერასთანაც მოუწევს გამომშვიდობება.

ტრაგიკული ფილმი ეკრანებზე 2017 წლის იანვარში უნდა გამოვიდეს. მისი გადაღებები 2013 წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ იოვოვიჩის ორსულობის გამო გადაიდო. 0

ავტორი: