პაპიძის საქმის პროკურორი: "მკვლელობის მოტივი ის იყო, რომ ბრალდებული ვერ იტანდა ქმარს" პაპიძის საქმის პროკურორი: "მკვლელობის მოტივი ის იყო, რომ ბრალდებული ვერ იტანდა ქმარს" /> "/> " />


  20:48:44     22-12-2015

პაპიძის საქმის პროკურორი: "მკვლელობის მოტივი ის იყო, რომ ბრალდებული ვერ იტანდა ქმარს"

a46661.jpg

მაგდა პაპიძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ პაპიძე უდანაშაულოა და მისი დაპატიმრება საჭირო არ იყო, რადგან გამოძიებას ხელს არ შეუშლიდა. მაგდა პაპიძეს ასევე სურდა თავისი ქმრისა და შვილის დაკრძალვაზე დასწრება", - განაცხადა მაგდა პაპიძის ადვოკატმა ხათუნა ჩხაიძემ.

რაც შეეხება ბრალდებული ქალის მეგობარ მამაკაცს, ოთარ ბერძენიშვილს, პროკურორის, ელენე ჩხეიძის თქმით, ის არ მონაწილეობს დანაშაულში, თუმცა საქმეზე დაკითხულია.

პროკურორ ელენე ჩხეიძის თქმით, ყველა ნივთმტკიცება ამოღებულია გამოძიების მიერ და დანიშნულია ექსპერტიზა. ნაგვის ბუნკერიდან ამოღებულია ასევე მაგდა პაპიძის შვილის ფოტოებიც.

პროკურატურამ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა მოტივზე. ჩხეიძის თქმით, მკვლელობის მოტივი იყო ის, რომ ბრალდებული მაგდა პაპიძე ვერ იტანდა მეუღლეს და მასთან ჰქონდა კონფლიქტი. 0

ავტორი: