მაგდა პაპიძე აცხადებს, რომ პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მაგდა პაპიძე აცხადებს, რომ პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს />


  18:02:24     22-12-2015

მაგდა პაპიძე აცხადებს, რომ პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

a46654.jpg

ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციით, მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალი მაგდა პაპიძე აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციელებმა მას  ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებულმა ამის შესახებ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა.

ბრალდებული ამბობს, რომ პოლიციელები  მას ხელებზე და თავზე ურტყამდნენ და ეტყობა იარებიც. მოსამართლის კითხვაზე, თუ კონკრეტულად ვინ სცემდა, პაპიძემ უპასუხა, რომ სახელი და გვარი არ იცის.

“ამოვიცნობ, სახელი და გვარები არ ვიცი,”- ამბობს იგი.

"პოლიციაში მთელი ღამე და დღისით მცემეს. გამხადეს ტანსცმელი და ძალადობას შეეცადნენ. ვინმე ნოკა რომ არ ყოფილიყო, პოლიციის თანამშრომლები სასტიკად მაწამებდნენ. მცემეს სახეში და თავში, ასევე თირკმელებში და ფეხებზე. ", - განაცხადა მაგდა პაპიძემ. 

ადვოკატის თქმით, საქმეში მართლაც დევს ცნობა, რომ ბრალდებულს დაზიანებები აქვს და იგი  20 დეკემბერს სტაციონარშიც იყო მოთავსებული.

მოსამართლემ პროკურატურას მიმართა, დაინტერესდნენ ბრალდებულის განცხადებით.

მაგდა პაპიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში ედება, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. 0

ავტორი: