16:41:27     22-12-2015
არადეკლარირებული ოქრო საბაჟოზე - ვინ დააკავეს ყაზბეგში?
საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი“-ს კონტროლის ზონაში 7593,01 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით 156,58 გრ. აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონელი მებაჟე ოფიცრებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ს.მ-ს კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას გამოავლინეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 7593,01 ლარის ოდენობით.
0