10:50:42     22-12-2015
საჯარო სამსახური 30 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ - თაღლითი დაკავებულია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე ოთარ გრიგალაშვილი დააკავა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა საჯარო სამსახურში დასაქმებას, რის სანაცვლოდაც 30 000 აშშ დოლარი მოითხოვა . საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 2 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავა.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
0