"ბავშვობაში მამა სცემდა" - დეტალები ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ცხოვრებიდან? "ბავშვობაში მამა სცემდა" - დეტალები ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ცხოვრებიდან? /> "/> " />


  22:59:45     21-12-2015

"ბავშვობაში მამა სცემდა" - დეტალები ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ცხოვრებიდან?

a46578.jpg

როგორც უკვე ცნობილია, ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის შესახებ ადვოკატმა კომენტარი გააკეთა. ხათუნა ჩხეიძის თქმით, პაპიძე ამბობს, რომ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენიაო.

"არ იცის, რა მოხდა და ვინ არის დამნაშავე, თვითონაც გაუგებრობაშია. ეგონა, რომ მეუღლე ნასვამი იყო, ალბათ წაიქცა სადარბაზოში და ბავშვიც დაუვარდა.... ამბობს, რომ ცდილობდა მათ დახმარებას და საავადმყოფოში გადაყვანას, თან ყვიროდა, შველას ითხოვდა და გამოვიდნენ მეზობლები“, - განაცხადა ჩხაიძემ.

სოციალურ ქსელში მაგდა პაპიძის ცხოვრების შესახებ მომხმარებლები ყვებიან. ერთ-ერთი მომხმარებელი ირწმუნება, რომ მაგდას მძიმე ცხოვრება ჰქონდა. "მას მამა სცემდა. კლასელები ამბობენ, რომ სკოლაში ნაცემი დადიოდაო," - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.


0

ავტორი: