მაგდა პაპიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს მაგდა პაპიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს />


  20:22:03     21-12-2015

მაგდა პაპიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

a46574.jpg

მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს, ბრალი ოფიციალურად სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მისი ადვოკატის ხათუნა ჩხაიძის თქმით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

მაგდა პაპიძე ამ დროისთვის ე.წ. მოდულის შენობაში, წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო ხვალ იმსჯელებს.


 

0

ავტორი: