16:44:25     21-12-2015
ქმარ-შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი: "ამბობს, არაფერი მახსოვსო"
ქმარ-შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა ქალის ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე პირველ განცხადებას აკეთებს. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ამის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოები მას ბრალს ოფიციალურად რამდენიმე საათში წარუდგენენ.
„ამბობს, რომ არ ჩამიდენია არანაირი დანაშაულიო, არ იცის და არ ახსოვს რა მოხდა და ვინ არის დამნაშავე, თვითონაც გაუგებრობაშია. ეგონა, რომ მეუღლე ნასვამი იყო, ალბათ წაიქცა სადარბაზოში და ბავშვიც, ალბათ, დაუვარდა, ცდილობდა მათ დახმარებას და საავადმყოფოში გადაყვანას, თან ყვიროდა, შველას ითხოვდა და გამოვიდნენ მეზობლები,“ - აცხადებს ხათუნა ჩხაიძე.
ამ დროისთვის დაკავებული ქალი "მოდულის" წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნის ჩარტყმით ჯერ ქმარი მოკლა, შემდეგ კი 5 წლის შვილი. ასევე გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის შემედგ მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები საცხოვრებელი ბინიდან, კორპუსის წინ, ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობა თბილისში 20 დეკემბერს გამთენიისას მოხდა.
0