პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა />


  13:40:23     21-12-2015

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

a46535.jpg

ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ დასწრებია. სასამართლო დარბაზში დაახლოებით 20–მდე პოლიციელი იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, შალვა აბულაძეს ორი პოლიციელის მკვლელობა, ორის დაჭრა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება ედება ბრალად. იგი სამართალდამცველებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს.

0

ავტორი: