რატომ დააკავეს საბერძნეთში 15 ქართველი? - "ძალიან გვრცხვენია... ყველა ეჭვით გვიყურებს" რატომ დააკავეს საბერძნეთში 15 ქართველი? - "ძალიან გვრცხვენია... ყველა ეჭვით გვიყურებს" /> "/> " />


  09:26:36     21-12-2015

რატომ დააკავეს საბერძნეთში 15 ქართველი? - "ძალიან გვრცხვენია... ყველა ეჭვით გვიყურებს"

a46509.jpg

როგორც ცნობილი ხდება, საბერძნეთში კიდევ 15 ქართველი კრიმინალი დააკავეს. მათგან 11 მამაკაცი, ხოლო ოთხი ქალია. ბერძნული მედია იუწყება, რომ ქართველებს არაერთგზის ძარცვა და ყაჩაღობა ედებათ ბრალად.

ბერძულმა პოლიციამ ამჯერად: 4 პისტოლეტი, ოქრო, ძვირფასი ნივთები, 9 ძვირადღირებული მანქანა და 100 000 ევრომდე ამოიღო დაკავებული ქართველების სახლების ჩხრეკისას. სამართალდამცავი ორგანოები კიდევ 14 ეჭვმიტანილს ეძებენ.

ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, 29-კაციან დაჯგუფებას თითქმის 200 სახლი აქვთ გაძარცვული. საერთო ჯამში კი, 10 მილონი ევროს ღირებულების ნივთები და ფული აქვთ მოპარული. ქართველების შესახებ ცნობები აქვთ საბერძნეთში საქართველოს საკონსულოში.

"პრესა.ჯი" საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ესაუბრა.

ნატო უძილაურის თქმით, ქართველ ემიგრანტებს ქვეყანაში მდგომარეობა ძალიან გაურთულდათ.

"ჯერ ეკონომიკურმა კრიზისმა ჩაგვაყენა მძიმე სიტუაციაში. აქ მომუშავე ბევრ ქართველს ხელფასები შეუმცირდათ. ამას ემატება გახშირებული კრიმინალი, რომლის მთავარი მონაწილეები ქართველები არიან. მე ბერძენ მოხუც ქალბატონთან ერთად ვუყურებდი გადაცემას, როდესაც ქართველების დაკავების შესახებ გამოაცხადეს. სირცხვილით სად წავსულიყავი, აღარ ვიცოდი. ძალიან მასიური სახე მიიღო უკვე ჩვენი თანამემამულეების კრიმინალურმა საქმიანობამ. ყველა ეჭვით გვიყურებს, აღარ გვენდობიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კრიმინალურ საქმიანობაში ქალების ჩაერთვნენ, რაც ადრე ნაკლებად შეინიშნებოდა," - გვითხრა ქართველმა ქალბატონმა.

საქართველოს ელჩის ინფორმაციით, ყველა დაკავებულს პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი. სწორედ ამიტომ მათ საქმეს სრულად ბერძნული მხარე განიხილავს.

0

ავტორი: