09:10:01     21-12-2015
"მის სამყარო 2015" ფილიპინების წარმომადგენელი გახდა
ლას-ვეგასში მიმდინარე "მის სამყარო 2015"-ის კონკურსში, ფილიპინების წარმომადგენელმა, 26 წლის პია ალონსო ვურტცბახმა გაიმარჯვა.
კონკურსის წამყვანის სთივ ჰარვის შეცდომის გამო, თავდაპირველად გვირგვინი 21 წლის კოლუმბიელ კონკურსანტს - არიადნე გუტიერეს არევალოს გადასცეს, რადგან წამყვანმა შეცდომით დაასახელა იგი ახალ "მის სამყაროდ".
შეცდომის აღმოჩენისას გუტიერესს, შარშანდელმა გამარჯვებულმა პაულინა ვეგამ მოხსნა გვირგვინი და გადასცა ალონსოს.
ქართველი კონკურსანტი ჯანეტ ქერდიყოშვილი, სამწუხაროდ, ტიტულის გარეშე დარჩა. ქართველი გოგონა ოცეულშიც ვერ მოხვდა.
საერთაშორისო კონკურსი 2016 წელს ბუდაპეშტში ჩატარდება.
0