ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის გამგებლის მოადგილე დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის გამგებლის მოადგილე დააკავეს />


  10:57:35     18-12-2015

ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის გამგებლის მოადგილე დააკავეს

a46386.jpg

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ქალაქ თბილისის, კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე, ნანა მაისურაძე.

საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კრწანისის რაიონის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ გულუას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების აუქციონზე გატანაში, მასში გამარჯვებასა და მშენებლობისათვის საჭირო პროექტის დამტკიცებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით აიღო 50 000 აშშ დოლარი.

კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 11-დან15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

0

ავტორი: