ალეკო ელისაშვილის მეუღლე: "ასე "ნაციონალების" დროსაც კი არ შემშინებია" ალეკო ელისაშვილის მეუღლე: "ასე "ნაციონალების" დროსაც კი არ შემშინებია" /> "/> " />


  14:22:06     16-12-2015

ალეკო ელისაშვილის მეუღლე: "ასე "ნაციონალების" დროსაც კი არ შემშინებია"

a46286.jpg

ალეკო ელისაშვილის მეუღლე, ირინა კილოსანიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს: "ასე არ შემშინებია ნაციონალების დროს, თუმცა მაშინაც ძალიან მეშინოდა…"

ირინას თქმით, ის "სამთავრობო არხის", ანუ "ჯი-დი-ეს"-ის გადაცემა "20-30"-ის ანონსმა შეაშინა. ანონსში შემდეგი კითხვები იყო დასმული: რატომ ვერ წარუდგინა კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ პროკურატურას მანანა კობახიძის მიერ მისთვის გაგზავნილი სმს-ი და რა მტკიცებულებები არსებობს ბრალდების დასამტკიცებლად?! როგორ განვითარდება პროცესები?! შეიძლება თუ არა, პასუხისგებაში მიეცეს ალეკო ელისაშვილი, თუ ის მტკიცებულებების წარმოდგენას ვერ შეძლებს…


0

ავტორი: