13:48:48     15-12-2015
სროლა თბილისში - რა მოხდა საბურთალოს სასაფლაოზე?
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ სროლა იყო თბილისში. როგორც "რუსთავი 2" იუწყება, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანს ცეცხლი გაუხსნეს. არსებული ცნობით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოასწრეს.
სროლის შედეგად არავინ დაღუპულა. არიან დაშავებულები. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. როგორც ექიმები აცხადებენ, დაჭრილთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
0