ყატარის ავაიხაზების სპეციალური აქცია ყატარის ავაიხაზების სპეციალური აქცია />


  17:26:04     14-12-2015

ყატარის ავაიხაზების სპეციალური აქცია

a46161.jpg

თბილისი, საქართველო - ყატარის ავიახაზები სთავაზობს მგზავრებს სპეციალური ფასდაკლების აქციას საქართველოდან მსოფლიოს 153 გასაოცარი მიმართულებით.

დღეიდან 17 დეკემბრის ჩათვლით, მგზავრებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ მნიშვნელოვნად შეღავათიანი ფასებით მხოლოდ ყატარის ავაიხაზების ვებგვერზე qatarairways.com/ge დაჯავშნისას. აქციაში ჩართული მიმართულებებით ბილეთების შეძენა შესაძლებელია 2015 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მოგზაურობის პერიოდია 2015 წლის 27 დეკემრიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

ფასდაკლების აქცია მოქმედებს შემდეგ მიმართულებებზე - ნაჯაფი, მალდივის კუნძულები, თეირანი, ჰონგ კონგი, პნომ პენი, ბეიჯინგი (პეკინი), დენპასარი-ბალი, კუალა ლუმპური, კოლომბო, ბანგკოკი, სინგაპური, დუბაი, მანილა და რას ელ ხაიმი.

ყატარის ავაიხაზები მსოფლიოში აღიარებული ერთ ერთი ყველაზე თანამედროვე აეროპორტის, ჰამადის საერთაშორისო აეროპორტის, გავლით ემსახურება მსოფლიოს ისეთ ძირითად ბიზნეს და დასასვენებელ მიმართულებებს, როგორიცაა მუმბაი, ბანგკოკი, სინგაპური, თეირანი, ჰონგ კონგი, კოლომბო და დუბაი.

ივნისის თვეში გამართულ მსოფლიოს ავიახაზების ყოველწლიურ დაჯილოვებაზე Skytrax 2015, ყატარის ავიახაზებმა გაიმარჯვა შემდეგ ნომინაციებში,  მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზები, მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასის სავარძელი და შუა აზიის საუკეთესო ავიახაზები.

ყატარის ავაიხაზებმა განიცადა სწრაფი ზრდა ბოლო 18 წლის განმავლობაში და დღეს ფლობს 173 თანამედროვე თვითმფრინავისგან შემდგარ ყველაზე ახალგაზრდა საჰაერო ხომალდების პარკს და ემსახურება მსოფლიოს 153 ქალაქს ევროპის, შუა აზიის, აფრიკის, ავსტრალიის, მცირე აზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიებზე.

* გამონაკლისები, წესები და პირობები ვრცელდება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ დაჯავშნისას.

0

ავტორი: