11:22:17     14-12-2015
ბერი გაბრიელის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა - დაკავებულია ერთი პირი

თბილისში, ბერი გაბრიელის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც დაკავებულია ერთი პირი. ამ დროისთვის უწყებაში სპეცოპერაციის დეტალებზე არ საუბრობენ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი, ასევე სასწრაფო-სამედიცინო სამსახური.
0