09:41:36     10-12-2015
დონეცკში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ირაკლი ქუთელია დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო “ცენზორი” იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, 93-ე ბრიგადის ჯავშანმანქანა დონეცკის აეროპორტის რაიონში, ოპიტნოეს დასახლებაში სატანკო ჭურვით ააფეთქეს, რასაც 2 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, 7 კი მძიმედ დაიჭრა. ერთ-ერთი გარდაცვლილი ირაკლი ქუთელიაა.
0