10:41:06     07-12-2015
ბინის ქურდობის ფაქტი თბილისში

"პარტია ,,რეფორმატორების" პოლიტსაბჭოს წევრის, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარ-დეპუტატობის ყოფილი კანდიდატის სახლი დღეს დილით გაქურდეს.
ნიკა კირვალიძის საცხოვრებელი ბინიდან ნივთებთან ერთად წაღებულია სეიფი, სადაც ინახებოდა ოფიციალურად გაფორმებული რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი და ძვირფასეულობა.
"რეფორმატორები" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დაუყოვნებლივ რეაგირებას და დანაშაულის გამოძიებას მოითხოვენ. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დანაშაული რამდენიმე დღის წინ "რეფორმატორების" მიერ გახმაურებულ საქმეს სააფთიაქო ნარკომანიასთან დაკავშირებით, არ უკავშირება", - ნათქვამია პარტიის ოფიციალურ განცხადებაში.
0