08:22:30     07-12-2015
"ისლამური სახელმწიფოს" დედაქალაქზე ავიადარტყმები განხორციელდა
საერთაშორისო კოალიციის საავიაციო
დარტყმებმა ქალაქ რაკაზე, რომელიც სირიის ჩრდილოეთით მდებარეობს, "ისლამური
სახელმწიფოს" 32 წევრის სიცოცხლე შეიწირა. 40 ადამიანი კი დაჭრილია.
ავიადარტყმების
შედეგად, ჯოჰადისტების პოზიციები ქალაქის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში
დაზარალდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონში სირიელი ადამიანის უფლებათა
დამცველი ავრცელებს.