21:39:34     06-12-2015
მიკროავტობუსში საახალწლო შუშხუნის აფეთქების შედეგად, მძღოლმა თვალი დაკარგა
გავრცელებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსიში საახალწლო შუშხუნის აფეთქების შედეგად, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დაშავდა, მან თვალი დაკარგა.
პირი, რომლის გამოც მძღოლი დაშავდა, დაკავებულია.ცნობილია, რომ სამარშრუტო ტაქსი ორმა ახალგაზრდამ გააჩერა. ერთ-ერთმა მძღოლის მიმართულებით საახალწლო ასაფეთქებელი ისროლა, რომელიც მას სახესთან აუფეთქდა.