რუსეთში პოლიციის მანქანა დაცხრილეს - გარდაცვლილია ორი პოლიციელი რუსეთში პოლიციის მანქანა დაცხრილეს - გარდაცვლილია ორი პოლიციელი />


  14:01:03     04-12-2015

რუსეთში პოლიციის მანქანა დაცხრილეს - გარდაცვლილია ორი პოლიციელი

a45798.jpg

რუსეთში,პეტერბურგის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში უცნობმა პირებმა ავტომატით პოლიციის მანქანა დაცხრილეს.

"დაახლოებით დილის 11 საათზე ორმა უცნობმა პირმა ავტომატის მსგავსი იარაღით მურანსკის გზაზე პოლიციის მანქანა დაცხრილა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაიცვალა პოლიციის ორი თანამშრომელი, ერთი კი დაიჭრა,"- განუცხადა ინფორმაციის წყარომ სააგენტო "ტასს"-ს.

სროლის ფაქტს საგამოძიებო დეპარტამენტშიც ადასტურებენ, თუმცა ზუსტი ინფორმაცია გარდაცვლილებზე არ აქვთ. შემთხვევის ადგილას სპეციალური ჯგუფი მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით,დაცხრილული ავტომობილი ინკასაციის მანქანას მიჰყვებოდა.

0

ავტორი: