15:47:30     03-12-2015
კალიფორნიაში სროლას 14 მოქალაქე ემსხვერპლა
საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" კალიფორნიაში მომხდარი სასტიკი თავდასხმის შესახებ სტატიას აქვეყნებს. სროლას 14 მოქალაქე ემსხვერპლა.
ოთხშაბათ დილით 28 წლის საიდ ფარუქმა (Syed Farook) და 27 წლს თეფშენ მალიქმა (Tashfeen Malik) დატოვეს თავიანთი 6 თვის შვილი ფარუქის დედასთან და უთხრეს მას რომ ექიმთან მიდიოდნენ.
პოლიციის ოქმის თანახმად, შუადღისთვის თავდამსხმელების სამოსში გამოწყობილმა და შეიარაღებულმა წყვილმა შტურმით აიღო წვეულება, რომელიც სან ბერნარდინოში, კალიფორნიაში იმართებოდა. თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი გარდაცვალა, 17 კი დაიჭრა. საღამოს კი პოლიციასთან ორმხრივ სროლაში ორივე დაიღუპა და საზოგადოებას დაუტოვა იმ თავსატეხის რამდენიმე ნაწილი, რაც მათი თავდასხმის მოტივი გახდა.
საიდ ფარუქი ამერიკაში დაიბადა, ის გარემოს უსაფრთხოების სპეციალისტად მუშაობდა სან-ბერნარდინოში და ამოწმებდა რესტორნებს, ჯანმრთელობის ნორმების დარღვევების გამოსავლენად. ის ასევე ამოწმებდა საჯარო აუზებსა და კლუბებს. ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ის ამ საქმიანობას ივლისამდე ეწეოდა.
ოთხშაბათს ის ესწრებოდა საკუთარი დეპარტამენტის თანამშრომლების ყოველწლიურ შეკრებას, თუმცა მალევე დატოვა ის და უკვე მეუღლესთან და იარაღთან ერთად დაბრუნდა.
სან-ბერნარდინოს პოლიციის უფროსმა ჯერად ბურგენმა თქვა, რომ თავდასხმა კარგად დაგეგმილი იყო, თითოეულ მსხვერპლს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული მილისებური ბომბებით, რამაც ისინი ადგილზე დახოცა.
ადამიანები,რომლებთანაც ფარუქს შეხება ჰქონდა ამბობენ, რომ მას უცნაურს ვერაფერს ატყობდნენ.
"ის იყო ნამდვილად წყნარი, შემოწმებისას ნორმალურად გამოიყურებოდა," -თქვა ფარუქის მიერ შემოწმებული ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა დაკითხვისას.
პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა ფარუქისა და მალიკის ქორწინების შესახებ, თუმცა ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭოში თქვეს, რომ ისინი ნამდვილად ცოლ-ქმარი იყვნენ.
ისინი 2 წლის წინ დაქორწინდნენ და ჰყავდათ 6 თვის გოგონა,რომელიც თავდასხმის წინ ბებიასთან დატოვეს. ფარუქის დედამ თქვა, რომ მან ინფორმაცია აფეთქების შესახებ მოგვიანებით რძლის ძმისგან გაიგო. მას ეგონა შვილი და რძალი ექიმთან წავიდნენ შემოწმებაზე.
პოლიციის უფროსის ცნობით, როდესაც მათ დამნაშავეების ძებნა დაიწყეს დაინახეს წყვილი, რომელიც შავი მანქანიდან გადმოდიოდა, პოლიციამ მანქანა შეაჩერა და აქვე გაიხსნა ცეცხლი, რომელსაც ორივე დამნაშავე ემსხვერპლა.
ფარუქის ოჯახი ჩრდილოეთ აზიდანაა, მალიქი კი პაკისტანელია და საუდის არაბეთში ცხოვრობდა სანამ ამერიკაში ჩამოვიდოდა. ფარუქს უფროსი ძმაც გყავს, რომელიც ამერიკის ჯარში მსახურობდა.
პოლიცია ფარუქის ახალგაზრდობას იძიებს, რომ ასე მაინც ამოხსნას, რამ გადააწყვეტინა წყვილს სასტიკი სისხლისღვრის მოწყობა.
0