აბანოთუბანში მეჩეთიდან კომპიუტერი მოიპარეს აბანოთუბანში მეჩეთიდან კომპიუტერი მოიპარეს />


  13:17:33     03-12-2015

აბანოთუბანში მეჩეთიდან კომპიუტერი მოიპარეს

a45730.jpg

აბანოთუბანში მდებარე მეჩეთში მისულ მორწმუნეებს დღეს სამლოცველო გაძარცვული დახვდათ. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მეჩეთთან კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა განაცხადა, რომ საღამოს მან დაკეტა მეჩეთი, დღეს დილით, კი ფანჯარა დახვდა გატეხილი. მისი თქმით, მეჩეთში დაზიანებული არაფერია, თუმცა წაღებულია კომპიუტერი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე საქმე 177-ე ქურდობის მუხლით არის აღძრული.

0

ავტორი: