ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი თურქეთის შეიარაღებას გააძლიერებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი თურქეთის შეიარაღებას გააძლიერებს />


  11:01:53     02-12-2015

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი თურქეთის შეიარაღებას გააძლიერებს

a45689.jpg

დიდმა ბრიტანეთმა გამოხატა მზადყოფნა თურქულ ბაზა ინჟირლიკზე თვითმფრინავების განსათავსებლად, დანია კი მზადაა მიმართოს ხომალდები ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთისკენ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის მინისტერიალის პირველი დღის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.

თურქეთის შეიარაღების გაძლიერება არ არის დაკავშირებული მის მიერ თურქული ბომბდამშენის ჩამოგდებასთან. გადაწყვეტილება ქვეყნის საზღვრის გამაგრებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ოქტომბერში მიიღეს, ინციდენტამდე და რუსეთის მიერ სირიაში საბრძოლო ოპერაციის დაწყებამდე, - ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.

"ჩვენ ადრე უკვე გავაძლიერეთ თურქეთის სამხედრო შესაძლებლობები, ახლა ვაგრძელებთ მათ გამაგრებასა და განახლებას,"- თქვა მან.

ანკარის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ საბოლოო განცხადებაშიცაა საუბარი.

"მოკავშირეები მუშაობენ იმაზე, რომ  მოამზადონ სხვა შესაძლო ვარიანტები თურქეთის თავდაცვის გასაძლიერებლად. ჩვენ მოველით, რომ ეს სამუშაოები უახლოეს კვირებში დასრულდება," - ნათქვამია დოკუმენტში.

მინისტრებმა ნატო-ს სამხრეთ-აღმოსაველთ საზღვრების არასტაბილურობაზეც ისაუბრეს.

"ალიანსის უსაფრთხოება განუყოფელია და მოკავშირეები სოლიდარულები არიან თურქეთისადმი, რომელსაც მრავალრიცხოვან პრობლემებთან უწევს შეჯახება, მათ შორის ტერორისტულ მუქარასთანაც,"- ხაზგასმულია შემაჯამებელ განცხადებაში.

30 ნოემბერს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეები მხარს დაუჭერენ ანკარას საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვის უფლების განხორციელებაში. ალიანსის მეთაურმა დაამატა, რომ "მიესალმება ანკარის გაძლიერებულ მცდელობებს დაუკავშირდეს მოსკოვს კონფლიქტის დეესკალაციისთვის." 0

ავტორი: