22:51:38     01-12-2015
ბანანის სალათი - საახალწლო სუფრისათვის
დაგჭირდებათ:
2 ბანანი;
2 ჩ. კ. ლიმონის წვენი;
100 გ. მაგარი ყველი;
100 გ. ლორი;
50 გ. ფიჭვის კაკალი;
ოხრახუშის ფოთლები;
შავი პილპილი, გემოვნებისამებრ;
1ს.კ მაიონეზი ან არაჟანი.
მომზადება:
დაჭერით ბანანი რგოლებად და მოასხით ლიმონის წვენი, რათა არ გამუქდეს;
გახეხეთ ყველი და ლორი მსხვილ სახეხზე, წვრილად დაჭერით ოხრახუში და დაჭყლიტეთ კაკალი 1 ჩ.კ;
შურიეთ ბანანი, ყველი, ლორი, დაჭრილი ოხრახუში, მთლიანი და დაჭყლეტილი კაკალი. მოაყარეთ პილპილი გემოვნების მიხედვით და სურვილისამებრ მოასხით მაიონეზი ან არაჟანი. შეგიძლიათ სალათი გააფორმოთ პამიდვრის ნაჭრებით, ან მოხარშული კვერცხით და ბროწეულის მარცვლებით.
გაეცანით საახალწლო სუფრის განსხვავებულ დესერტს: მანდარინის ნაყინი
0