22:45:15     01-12-2015
საახალწლო დესერტი - მანდარინის ნაყინი

ინგრედიენტები:
1 კგ. მანდარინი;
300 მლ. ნაღები;
400 გ. შედედებული რძე;
ვანილის შაქარი ან ვანილი, გემოვნებისამებრ.
მომზადება:
გაფცქვენით მანდარინი და ათქვიფეთ ბლენდერში. მანდარინის მასა გახეხეთ საცერზე, რათა კარგად მოშორდეს თეთრი ქერქები;
აურიეთ ჯამში შედედებული რძე, ნაღები და მანდარინის მასა, დაამატეთ ვანილი გემოვნების მიხედვით;
გადაასხით ნაყინი პატარა ფორმაში და აცადეთ შეციება. რამდენიმე საათში აურიეთ მასა, რათა დესერტი გამოვიდეს ერთგვაროვანი;
ნაყინის მირთმევა საუკეთესოა ფორთოხლის ქერქში: გამოიყურება სადღესასწაულოდ! მანდარინის ანალოგიურად შესაძლებელია ფორთოხლის ნაყინის დამზადებაც.
0