14:12:53     01-12-2015
დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა ახმეტაში?
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მკვიდრი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 63 წლის მამაკაცს პოლიცია და ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
შსს-ს პრესსამსახური აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
0